სამართალი
08.11.2019 12:20
21 ნოემბრიდან თამბაქოს ნაწარმის დაუფასოებელი სახით მიწოდება-რეალიზაცია იკრძალება

21 ნოემბრიდან თამბაქოს ნაწარმის, დაუფასოებელი სახით რეალიზაცია იკრძალება. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ჩილიმსთვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100 გრამიან პირველად შეფუთვაში. აღნიშნული წესით დაფასოებული თამბაქო უნდა იყოს აქციზური მარკით ნიშანდებული.

თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფსა და შეფუთვაზე განთავსებული უნდა იყოს სამედიცინო გაფრთხილება.

ასევე, აქციზური მარკირების გარეშე იკრძალება ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის განკუთვნილი სითხეების რეალიზაცია.

დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდება გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პირველ ჯერზე 2000 ლარის, ხოლო განმეორებისას – 4000 ლარის ოდენობით.

 
კვირის ამბები