საზოგადოება
07.04.2021 13:12
7 აპრილი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა

7 აპრილი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 1948 წლის 7 აპრილს დაარსდა, მას შემდეგ ეს თარიღი  ჯანმრთელობის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული.

ყოველი წლის 7 აპრილს  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ცდილობს,  ერთი რომელიმე დაავადების შესახებ მოსახლეობაში ცნობიერება აამაღლოს და ჯანდაცვის პრობლემებს საერთაშორისო ყურადღება მიაპყროს.

2021 წელს ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე იმართება დევიზით: „ავაშენოთ უფრო სამართლიანი და უფრო ჯანმრთელი მსოფლიო“.

კვირის ამბები