საზოგადოება
07.04.2021 11:21
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ გვერდზე - Stopcov.ge - განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 687 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 285 645-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.48 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.42 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 327 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 275 547-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 840 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 687 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 351 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 68, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 41, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 18, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 232, საიდანაც 1 984 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 352, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 63 პირი. 291 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 3 957 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 169 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი იმყოფება 10 468 მოქალაქე.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 713 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 490 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 223 PCR ტესტით.

კვირის ამბები