კონსტანტინე თავზარაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა. გორის მერმა აცრის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვაქცინაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა 55 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც მიეცათ.
აცრის შემდგომ, მედიკოსების მცირეხნიანი მეთვალყურეობის შემდეგ, გორის მერი სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა.
„თუ გვინდა, რომ პანდემია დავამარცხოთ, აუცილებელია ავიცრათ, გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც სპეციალისტები გვირჩევენ. როგორც კი ასაკობრივი ზღვარი დაიწია 55 წლამდე, დავრეგისტრირდი და ვიცრები საჯაროდ, რადგან ყველას მოვუწოდო და ვაჩვენოთ, რომ აცრა უსაფრთხოა და აუცილებელი. ვაქცინაცია არის ყველაზე სწორი გზა. იმედი მაქვს, რომ ყველა ერთად დავამარცხებთ ამ ვერაგ ვირუსს“, - განაცხადა კონსტანტინე თავრაზაშვილმა.
შეგახსენებთ, ამ ეტაპზე, ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 24 სტაციონარული დაწესებულება.