საზოგადოება
06.04.2021 23:16
კოვიდ 19-ის დადასტურების გამო, გორის მე-8 საჯარო სკოლა, დაწყებითი კლასების გარდა, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

გეგმიური ტესტირებისას, გორის მე-8 საჯარო სკოლის პედაგოგს  კოვიდ-19 დაუდასტურდა. ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლის ყველა კლასი, დაწყებითების გარდა, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, - ამის შესახებ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა განაცხადა.

ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციითვე, რესურსცენტრის ქვემდებარე ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია სადეზინფექციო ხსნარებით და შესაბამისი ინვენტარით.

,,ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება პედაგოგების გეგმიური ტესტირება კორონავირუსზე, სწორედ გეგმიური ტესტირებისას დაუდგინდა კოვიდ 19-ით ინფიცირება მე-8 საჯარო სკოლის მასწავლებელს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისგან მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად, დაწყებითი კლასების გარდა, სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. აქვე აღვნიშნავ, რომ გეგმიური ტესტირება აღმოჩნდა ძალზე ეფექტური მეთოდი კოვიდინფექციის გავრცელების პრევენციისთვის. პარალელურად, გორის რესურსცენტრის ქვემდებარე ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია სადეზინფექციო ხსნარებით და ინვენტარით, შესაბამისად, სკოლის შენობის დეზინფექცია და სველი წესით დალაგება პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობს,  რეგულაციების შესრულებაზე კი მუდმივი კონტროლი ხორციელდება", - განაცხადა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა.

კვირის ამბები