საზოგადოება
06.04.2021 20:30
არა დიდ ქორწილებს! არა დიდ ჭირის სუფრებს! არა დიდ შეკრებებს! მუშაობის დიდი ნაწილის დისტანციურ მეთოდზე გადაყვანა!

პირბადე, დისტანცია, სანიტარული წესრიგი, არა დიდ თავშეყრებს, ინტენსიური ვაქცინაცია.

უნდა დავიცვათ მთავარი რკომენდაციები და შეზღუდვები, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს - არა დიდ ქორწილებს! არა დიდ ჭირის სუფრებს! არა დიდ შეკრებებს! მუშაობის დიდი ნაწილის დისტანციურ მეთოდზე გადაყვანა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ,,ფეისბუქით" გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

გამყრელიძის განცხადებით, მაშინ, როდესაც ქვეყანა მესამე ტალღის დაწყების წინა ეტაპზეა, დადგენილი რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა და ვაქცინაცია ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების ერთადერთი საშუალებაა.

,,ერთადერთი გამოსავალი არის ძალიან ძლიერი თვითდისციპლინა, ძალიან კარგად დაცვა ყველა რეკომენდაციის - პირბადე, დისტანცია, სანიტარული წესრიგი, არა დიდ თავშეყრებს, ინტენსიური ვაქცინაცია.

უნდა დავიცვათ მთავარი რკომენდაციები და შეზღუდვები, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს - არა დიდ ქორწილებს! არა დიდ ჭირის სუფრებს! არა დიდ შეკრებებს! მუშაობის დიდი ნაწილის დისტანციურ მეთოდზე გადაყვანა!

რომ არ დაგვჭირდეს დამატებითი ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება ქვეყანაში, პირველ რიგში, ყველამ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც არის დღეს დაწესებული. თუ ამას გავაკეთებთ, დიდი ალბათობით, ჩვენ შევაკავებთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას და არ დაგვჭირდება რადიკალური შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება ქვეყანაში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კვირის ამბები