საზოგადოება
07.11.2019 12:22
ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და ვიმედოვნებ, პოლიტიკური სპეკულაციები არ მოყვება - განათლების მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ, მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მინდა გითხრათ, რომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო მინისტრის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამ ფაქტს დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები არ მოყვება. ვიდრე გადაწყვეტილებას მივიღებდი, აქტიური კონსულტაციები მქონდა პრემიერ-მინისტრთან, ვინაიდან, ვაფასებ მის მხარდაჭერას და დამოკიდებულებას როგორც განათლების სისტემის მიმართ, ასევე, ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

კვირის ამბები