დიაბეტის ადრეული დიაგნოსტიკისა და პაციენტზე ზრუნვის გაუმჯობესებისთვის, „იავნანასთან“ პარტნიორობით შიდა ქართლში ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო
პროექტის - „დიაბეტის გართულებების ადრეული პრევენციის და მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობა“ განხორციელება რეგიონებში იწყება, პირველი კი შიდა ქართლი და ორგანიზაციის პარტნიორი კლინიკა - დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრი „იავნანაა“. პირველი გასვლითი შეხვედრაც გორში შედგა. პროექტის გუნდი „იავნანას“ ესტუმრა და სამედიცინო ცენტრს სპეციალური აღჭურვილობა გადასცა, რომელიც ხელს შეუწყობს დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადების მქონე პაციენტების უკეთეს დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
ვიზიტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, ნინო კარანაძის ხელმძღვანელობით, გორს კვალიფიციურ ოფთალმოლოგთა და ენდოკრინოლოგთა ჯგუფიც სტუმრობდა.
„დიაბეტის მსოფლიო ფონდისა“ და „ლაიონს ქლაბს ინთერნეიშენელის“ ხელშეწყობით, პროექტი საქართველოს 6 რეგიონში ხორციელდება: შიდა ქართლი; აჭარა; იმერეთი; სამეგრელო-ზემო სვანეთი; რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი და ქვემო ქართლი.
პროექტს, რომელიც 30 თვეს მოიცავს, ახორცილებენ ორგანიზაციები - „ველფეარ ფუანდეიშენი“ და „ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა - საქართველო“.
შიდა ქართლში პროექტის მიმდინარეობას და ორგანიზაციულ საკითხებს „გორის ლაიონს კლუბი“ წარმართავს.vv