საზოგადოება
06.04.2021 14:02
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით ბაღები და სკოლები მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში დაიხურება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით ბაღებისა და სკოლების დახურვა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა და  უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მოხდება.

„ბაღებისა და სკოლების დახურვა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. ამდენად, თუ უკიდურესი აუცილებლობა არ იქნება, ვეცდებით, დიდხანს შევინარჩუნოთ. ეპიდემიის გავრცელების რისკი ბაღებსა და სკოლებში მაღალია, ამდენად ამის უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება, აქტიური ტესტირების და სხვა წესების დაცვის ფონზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

კვირის ამბები