საზოგადოება
06.04.2021 13:29
2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხო გარემოში 200-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს განასახლებს

დევნილთადევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო,  სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ თორმეტ  ოჯახს შეუსყიდის სახლს.

აღნიშნულ კატეგორიაში შემავალ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. სააგენტო ეკომიგრანტ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს 25 000 ლარის ფარგლებში შეუძენს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, 2021 წელს, სააგენტო, უსაფრთხო გარემოში 200-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს განასახლებს.

კვირის ამბები