საზოგადოება
06.04.2021 11:33
საქართველოში ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს

მთავრობის ხელმძღვანელის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა, რომელიც ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს. უწყებათაშორის საბჭოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.

„განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრები იქნებიან მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები. განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები თუ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები", - მთავრობის ადმინისტრაცის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განვითარების და რეფორმების საბჭო, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას წარუდგენს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველად დოკუმენტს.

კვირის ამბები