საზოგადოება
06.04.2021 09:56
გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დღეს აიცრება

კონსტანტინე თავზარაშვილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით დღეს აიცრება. გორის მერმა აცრის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვაქცინაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა 55 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც მიეცათ.

,,მოგეხსენებთ, სამედიცინო დაწესებულებების პერსონალთან და 65 წელს ზემოთ პირებთან ერთად, დღეიდან, ვაქცინაციის პროცესში ჩართვის საშუალება მიეცათ 55 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც, შესაბამისად, ამ ჯგუფში მეც გახლავართ და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ხვალ ავიცრა გორში, თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ,,ასტრაზენეკას" ვაქცინით. აქვე, მოვუწოდებ საზოგადოებას, იმ ჯგუფებს, რომელთა ვაქცინაციაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციაში, ეს არის პანდემიის დამარცხების ერთადერთი ყველაზე ეფექტური გზა", - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

კვირის ამბები