საზოგადოება
06.04.2021 09:52
გორში, სტალინისა და ჭავჭავაძის ქუჩების საფეხმავლო სივრცეების რეაბილიტაცია 4 თვეში დასრულდება

გორში, სტალინისა და ჭავჭავაძის ქუჩების საფეხმავლო სივრცეების რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, სამუშაოები შემდეგ მონაკვეთებს მოიცავს: სტალინის გამზირზე დასავლეთით - ამილახვრის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთზე, ხოლო აღმოსავლეთით ჭავჭავაძის გამზირიდან კოსტავას ქუჩამდე მონაკვეთზე.
ჭავჭავაძის გამზირზე ჩრდილოეთით - გელდიაშვილის ქუჩიდან წერეთლის ქუჩამდე მონაკვეთზე, ხოლო სამხრეთით - სტალინის გამზირიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთზე.
სარეაბილიტაციო მონაკვეთების საერთო ფართობი 8184,75 კვ.მ-ს მოიცავს. არნიშნულ მონაკვეთებზე მოეწყობა ბეტონის ფილები, ბაზალტის ბორდიურები და გარკვეულ მონაკვეთებზე გათვალისწინებულია მოაჯირები.

პროექტის ღირებულება 837 000 ლარია. სამუშაოების დასრულება 4 თვეშია გათვალისწინებული.

კვირის ამბები