ვაქცინაცია არის პანდემიის დამარცხების ერთადერთი ყველაზე ეფექტური გზა, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა GMnews-თან განაცხადა. კონსტანტინე თავზარაშვილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ხვალ აიცრება. გორის მერმა აცრის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვაქცინაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა 55 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც მიეცათ.
,,მოგეხსენებთ, სამედიცინო დაწესებულებების პერსონალთან და 65 წელს ზემოთ პირებთან ერთად, დღეიდან, ვაქცინაციის პროცესში ჩართვის საშუალება მიეცათ 55 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც, შესაბამისად, ამ ჯგუფში მეც გახლავართ და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ხვალ ავიცრა გორში, თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ,,ასტრაზენეკას" ვაქცინით. აქვე, მოვუწოდებ საზოგადოებას, იმ ჯგუფებს, რომელთა ვაქცინაციაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციაში, ეს არის პანდემიის დამარცხების ერთადერთი ყველაზე ეფექტური გზა", - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.