საზოგადოება
05.04.2021 17:02
21 დღის განმავლობაში - 15 მარტიდან დღემდე, საქართველოში 11 603 ადამიანი აიცრა

,,ასტრაზენეკა", ,,ფაიზერი", და ,,სინოფარმი" - საქართველოში ამჟამად სამი სახის ვაქცინაა შემოტანილი. ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო და მთლიანობაში, 21 დღის განმავლობაში, 11 603 ადამიანი აიცრა.   

„ვაქცინა ამ ეტაპზე არის სამყოფი - არის ,,ასტრაზენეკა”, არის ,,ფაიზერი” და ახლა უკვე შემოგვემატა ჩინური ვაქცინა ,,სინოფარმი”, ამიტომ თავისუფლად შეგვიძლია გავზარდოთ რიცხვი. დღეიდან 55 წელს ზემოთ მოსახლეობა ჩაერთო აცრებში, დაემატა ასევე ორგანოგადანერგილთა და დიალეზზე მყოფთა ჯგუფები და მინიმალური დანაკარგით უნდა ავცრათ  მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა და კიდევ ერთხელ გთხოვთ მაქსიმალურ მხარდაჭერას”, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, თავდაპირველად აცრას მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებების პერსონალი ექვემდებარებოდა, შემდეგ - 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები, დღეს მიღებული გადაწყვეტილებით კი, ვაქცინაციის საშუალება მიეცათ 55 წლის ასაკს გადაცილებულებსაც.

კვირის ამბები