საზოგადოება
05.04.2021 11:34
ეკატერინე ტიკარაძე - აღდგომის დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე გახდება ცნობილი, დაწესდება თუ არა რაიმე შეზღუდვა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე გახდება უწყების გეგმა ცნობილი, დაწესდება თუ არა რაიმე შეზღუდვები.

ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპისთვის სამინისტროს აქვს რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიებების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე ჩაკეტვებზე არ ისაუბროს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული შრომითი ინსპექციის მუშაობა. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოქალაქეების ჩართულობას ყველა წესის აღსრულებაში, რათა არ გავხდეთ იძულებული, ინფექციის გავრცელების გამო გარკვეული შეზღუდვების დაწესებაზე ვიფიქროთ. ამ ეტაპისთვის ჩვენ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიებების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე არ ვისაუბროთ ჩაკეტვებზე. თუმცა, მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის საბჭოს დამატებით შეზღუდვებზე არ უმსჯელია.

კვირის ამბები