საზოგადოება
05.04.2021 11:11
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 228 ახალი შემთხვევიდან 17 შიდა ქართლში დადასტურდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 228 ახალი შემთხვევიდან 17 შიდა ქართლში დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა ამ ეტაპზე 1 116-ია, მათ შორის - 268 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. თვითიზოლაციაშია 540 მოქალაქე. თვითიზოლაციიდან მოიხსნა - 23 ადამიანი. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 33 პაციენტი. ბოლო 24 საათში, რეგიონში, კორონავირუსული ინფექციით პაციენტის გარდაცვალების ფაქტი არ დადასტურებულა.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი შემთხვევების სტატისტიკას, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 228 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 111 შემთხვევა, აჭარა - 16, იმერეთი - 19, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 17, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 20, კახეთი - 5, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

კვირის ამბები