საზოგადოება
05.04.2021 11:01
დღეიდან საქართველოში 55 წელს გადაცილებული პირების ვაქცინაცია დაიწყო

55 წელს გადაცილებულ პირებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვა დღეიდან შეუძლიათ.

იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში „ფაიზერის“ დოზები უკვე ამოიწურა, აღნიშნული პირებისთვის ამ ეტაპზე მხოლოდ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაა ხელმისაწვდომი.

საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში ჩართვა დღემდე მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შეეძლოთ. მათ ორი სახის ვაქცინას: „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერს“ შორის ჰქონდათ არჩევანის გაკეთების საშუალება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის შესაბამის საიტზე რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა 2 აპრილის 18:00 საათიდან აქვთ.

კვირის ამბები