საზოგადოება
05.04.2021 10:34
შიდა ქართლში ტირიფონის მაგისტრალური არხის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა

შიდა ქართლში ტირიფონის მაგისტრალური არხის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საქართველოს მელიორაცია“ არცელებს.

უწყების ცნობით, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგნეთისა და თერგვისის მონაკვეთებზე ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხის 6 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.

„ექსპლუატაციის პროგრამით განხორციელებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც მუნიციპალიტეტში 2 500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით სოფელ ტირძნისის, მეღვრიკისის, ბროწლეთის, ტყვიავის, ფლავის, ფლავისმანის, მეჯვრისხევის, ზერტის, აძვის, ახალუბნისა და ჯარიაშენის მოსახლეობა ისარგებლებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კვირის ამბები