მეცხრე საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას, ორშაბათიდან, 5 აპრილიდან განაახლებს, - აღნიშნულის შესახებ გორის GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა განუცხადა. აღნიშნულ საბავშო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა რის გამოც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება რამდენიმე თვის განმავლობაში ფუნქციონირებას ვერ ახერხებდა.
„ორშაბათიდან ფუნქციონირებას განაახლებს მეცხრე საბავშო ბაღი. აღნიშნულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ექვსი ჯგუფი ფუნქციონირებს, შესაბამისად, აღსაზრდელთა საკმაო რაოდენობაა და ძალზე მნიშვნელოვანი იყო ამ ბაღის ფუნქციონირების დაწყება. სააგენტოს ქვემდებარე სხვა საბავშო ბაღების მსგავსად აქაც ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდება პერსონალის გეგმიური ტესტირება და მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთხოების ყველა ნორმა“, - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ