საზოგადოება
02.04.2021 11:23
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 130 მილიონს გადააჭარბა, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობით აშშ-ი ლიდერობს

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 130 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2.8 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 104.8 მილიონს აჭარბებს.

ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 22.4 მილიონს შეადგენს.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს, მესამეს - ინდოეთი, მეოთხეს - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - რუსეთია.

კვირის ამბები