საზოგადოება
06.11.2019 17:46
ქალაქის ქუჩებში ახალი ურნები დაიდგა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტომ ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე 50 დეკორატიული ურნა განათავსა. საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერები სტალინის სახლ-მუზეუმის, შიოს წყაროს და ბარათაშვილის სკვერებში, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე განთავსდა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ურნების რაოდენობა კიდევ გაიზრდება და ქალაქის მასშტაბით, სარეკრეაციო სივრცეებსა და ცენტრალურ ქუჩებში 200  მცირე ზომის ურნა დაემატება. ამასთან, მოხდება არსებული ურნების განახლებაც.

კვირის ამბები