დღეს დათა პაპას სახელობის პირველი სტიპენდიატი გამოვავლინეთ - შესანიშნავი მოსწავლე სოფელ მეჯვრისხევიდან - ნიკა სარაული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის დათა ვანიშვილის სახელობის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ ინიციატივა გიორგი კეკელიძემ 23 მარტს გააჟღერა.
„დღეს დათა პაპას სახელობის პირველი სტიპენდიატი გამოვავლინეთ - შესანიშნავი მოსწავლე სოფელ მეჯვრისხევიდან - ნიკა სარაული. მეჯვირსხევი საუკოპაციო ხაზთან მდებარე სოფელია, ნიკა - მომავლის მოქალაქე, რომელმაც ზუსტად იცის - თუ ოდესმე სტუმრად ისეთი ადამიანი ეყოლება, ვინც ფიქრობს ან სხვას აჯერებს, რომ ოკუპაცია მოგონილი ზღაპარია, გულისჯიბიდან დათა პაპას სურათი უნდა ამოიღოს და მასზე მოუყვეს. ჩვენ ყველას უნდა გვედოს ამ კაცის სურათი „გულისჯიბეში“ - რესტორნის მფლობელსაც, პოლიტიკოსსაც და პოეტსაც. სხვა გზა არ გვაქვს და თუ გვაქვს - მრუდე გზაა ის გზა“, - წერს გიორგი კეკელიძე.