დღეიდან, 1-ლი აპრილიდან, ძველი სანომრე ნიშნებით მოძრაობის შემთხვევაში, მძღოლები უკვე დაჯარიმდებიან. რაც შეეხება სანქციას, აღნიშნული დარღვევა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დადგენილი წესების დარღვევად ითვლება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. ფულადი სანქცია ამ დარღვევაზე 250 ლარია. ამ თანხით, მძღოლები იმდენჯერ დაჯარიმდებიან, რამდენჯერაც ძველი სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილით იმოძრავებენ.
შეგახსენებთ, სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშანს იურიდიული ძალა 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით ჰქონდა შენარჩუნებული, ამიტომ შსს-ს მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებდა ფინანსური სანქციების თავიდან ასარიდებლად ძველი სანომრე ნიშანი - XXX – 000 - ახალი სანომრე ნიშნით - XX-000-XX დროულად შეეცვალათ.
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ