სერგი მაკალათიას სახელობის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა USAID საქართველოს მისიის დირექტორს პიტერ ვიბლერს და ისრაელის ელჩს რან გიდორს უმასპინძლა.
მუზეუმი, სადაც USAID/Zrda-ს ფინანსური მხარდაჭერით ვიზიტორებისთვის ორი ახალი სივრცე მოეწყო, სტუმრებმა გორის მუნიციპალიტეტის მერთან კონსტანტინე თავზარაშვილთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ნუგზარ სამხარაძესთან ერთად დაათვალიერეს.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, მუზუმში USAID/Zrda-ს მხარდაჭერით აღდგენილ იქნა უნიკალური ნუმიზმატიკური კოლექცია და კეთილმოეწყო საგანმანათლებლო სივრცე. მუზეუმის განვითარების მიზნით, გორის მერიამ გრანტი 2020 წელს USAID-ის ზრდა პროექტის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მოიპოვა.
„ეს არაა პირველი გრანტი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტმა USAID-ის ზრდა პროექტის მხარდაჭერით მოიპოვა. აღნიშნული ორგანიზაციის დახმარებით ქვეშში რეაბილიტირდა საბავშვო ბაღის შენობა, ციცაგიაანთკარში კი მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის მოწყობა. კიდევ ერთხელ დიდ მადლობა USAID-ის ზრდა პროექტს ასეთი მხარდაჭერისთვის და ახალი შესაძლებლობებისთვის“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
GMnews-ის ინფორმაციით, ეთნოგრაფიული მუზეუმის გარდა, USAID/Zrda-ს მიერ მიერ გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინვენტარით ნიკო ლომოურის სახელობის მემორიალური მუზეუმიც აღიჭურვა.