საზოგადოება
06.11.2019 17:42
საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 2020 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების გეგმა მოიწონეს

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილეს. დღევანდელ სხდომას 28 დეპუტატი ესწრებოდა, წარმოდგენილ საკითხებს კი, მხარი უმრავლესობამ დაუჭირა.

დღის წესრიგის თანახმად, დეპუტატების მიერ განხილული მოხსენებები 2019-2020 წწ. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მოწონებას შეეხებოდა. ადგილობრივი ბიუჯეტისა და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომავალ წელს შემდეგი პროექტები განხორციელდება:
1. ბარნოვის ქუჩის (გურამიშვილის ქუჩიდან რომელაშვილების ქუჩამდე) რებილიტაცია;
2. სოფელ ხიდისთავში ე.წ. ჩინეთის უბანში სასაფლაოს და შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;
3. სოფელ ნადარბაზევში გზების რეაბილიტაცია;
4. კარალეთის დევნილთა დასახლებიდან გამავალი საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია და გამწმენდი ნაგებობის მოწყობა - II ეტაპი;
5. ავტობუსების სადგომისა და დამხმარე ნაგებობების მოწყობა - II ეტაპი;
6. სოფელ ქვახვრელში გზის რეაბილიტაცია;
7. ცხინვალის გზ-ის ცენტრალური გზიდან შსს განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოს შენობამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები;
8. სოფელ ვარიანში გზის რეაბილიტაცია;
9. სოფელ ქერეში შიდა გზების რეაბილიტაცია;
10. სოფელ შინდისში,ე.წ. „ნახალოვკის უბნის“ გზის რეაბილიტაცია;
11. სოფელ თედოწმინდაში, ცენტრალური გზიდან სოფელში და სკოლასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;

  1. სოფელ არაშენდაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია;
    13. სოფელ ნადარბაზევში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია;
    14 სოფელ ნაწრეტში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
    15. გორში ელექტროფიკაციის დასახლებაში საკანალიზაციო ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობა;
    16. გორში, თამარ მეფის ქუჩის (სტალინის გამზირიდან რაზმაძის ქუჩის კვეთამდე) რეაბილიტაცია;
    17. გორში, გვერდწითელის ქუჩის რეაბილიტაცია (ცხინვალის გზ-დან ყიფიანის ქუჩამდე)
    18. გორში, შარტავას ქუჩისა რეაბილიტაცია სანიაღვრე არხებით
    19. სოფელ ხიდისთავის წყალმომარგების სისტემის რეაბილიტაციის III ეტაპი
    20. სოფელ კირბალი-ბერშუეთის გზის რეაბილიტაცია
    21. სოფელ ფლავი-ფლავისმანი-ქვეშის გზის რეაბილიტაცია
    22. ქ. გორში, ამილახვრის ქუჩის რეაბილიტაცია
    23. სოფელ წედისი, ბნავისი, ოლოზის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;
    24. მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია (სტალინის გამზ. სუხიშვილის ქუჩა);
    25. გორში, კომბინატის დასახლებაში არსებული კულტურის სახლის რებილიტაცია;
    26. სოფელ კარალეთში გზის რეაბილიტაცია.
კვირის ამბები