საზოგადოება
01.04.2021 10:52
ფარნავაზის ქუჩის და საფეხმავლო სივრცეების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

გორში, ფარნავაზის ქუჩის და საფეხმავლო სივრცეების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია 370 მ-ზე

გზის მოწყობა ასფალტობეტონით; 63 მ.კვ-ზე მიერთებების მოწყობა  ასფალტობეტონით; ტროტუარების, ბორდიურების და გამწვანების ზოლის მოწყობის სამუშაოები; ნალექის სადრენაჟე გოფრირებული მილის მოწყობა 720 მ-ზე; 12 ადგილას ჭის თავების ამაღლება მონოლითური რკინა ბეტონით.

მიმდინარე სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო №1" ასრულებს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 350.000 ლარია.

სამუშაოების შესრულების ვადა 90 კალენდარულ დღეს მოიცავს.

კვირის ამბები