დღეიდან, პირველი აპრილიდან ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კიდევ ორი შეზღუდვა მოიხსნა.
კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების თანახმად, პირველი აპრილიდან, რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცათ საბავშვო გასართობ ცენტრებს, ასევე, გაიხსნა და საქმიანობას განაახლებენ კინოთეატრები.
ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი მობილობის შესამცირებლად - ღამით გადაადგილების შეზღუდვა.
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ