სამართალი
31.03.2021 18:07
გორში ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ 9 წლის ბავშვს დაეჯახა
გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ველოსიპედით მოძრავი 9 წლის ბავშვი დაშავდა.
დაშავებული მოზარდი კლინიკა ,,გორმედში" გადაიყვანეს.
,,გორმედის" ტრავმატოლოგის, დავით ღვინიაშვილის ინფორმაციით, დაშავებული 9 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
პაციენტი კლინიკაში პოლიტრავმით შეიყვანეს. მას მენჯის და ორივე ბარძაყის მოტეხილობა აღენიშნება.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
კვირის ამბები