საზოგადოება
31.03.2021 11:29
ხვალიდან ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კიდევ ორი შეზღუდვა მოიხსნება

ხვალიდან, პირველი აპრილიდან ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კიდევ  ორი შეზღუდვა მოიხსნება.

კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების თანახმად, პირველი აპრილიდან, რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებს, ასევე, გაიხსნება და საქმიანობას განაახლებენ კინოთეატრები.

ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი მობილობის შესამცირებლად - ღამით გადაადგილების შეზღუდვა.

კვირის ამბები