დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში, ამ ეტაპზე, კორონავირუსის გამო შეზღუდვების ხელახლა დაწესება არ იგეგმება.
როგორც ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულები შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, დამატებით ღონისძიებებთან დაკაშირებით ეპიდვითარების მიხედვით იმსჯელებენ.
„ამ ეტაპზე, არ არის საუბარი შეზღუდვების აღდგენაზე, ამ ეტაპზე საუბარია, რომ აღსრულებაზე, ის რაც დაწესებულია, მკაცრი კონტროლი. დანარჩენი ვთქვათ იმის და მიხედვით, შევხედავთ ეპიდვითარება როგორ განვითარდება და მერე იქნება მსჯელობა, დამატებით ღონისძიებებთან მიმართებაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ