საზოგადოება
30.03.2021 12:58
კვარხეთისა და ზერტის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - კვარხეთისა და ზერტის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მალე დასრულდება.  GMnews-ის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია 3 347 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთს უტარდება. შესაბამის სამუშაოებს კი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს, რაზეც მილიონ ლარამდე იხარჯება.

სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო. მამუკა საღარეიშვილის თქმით, სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება და განახლებული ინფრასტრუქტურით 560 ადგილობრივი მოსახლე ისარგებლებს.

შეგახსენებთ, ზერტი-კვარხეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის დაზიანებული საფარი გადაადგილებისას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა როგორც მძღოლებს, ასევე, ქვეითებს. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გაჩენილი იყო ე.წ. ორმოულებიც, რომელიც მოძრაობას განსაკუთრებით უამინდობაში აფერხებდა. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი იანვარში გამოცხადდა.

 

კვირის ამბები