საზოგადოება
30.03.2021 12:39
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება
საქართველოში ეპიდსიტუაცია უარესდება და ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი საყურადღებოა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, რეკომენდაციების აღსრულებასთან დაკავშირებით კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

„სამწუხაროდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. დადებითობის მაჩვენებელი, რომელსაც საკმაოდ კარგი დინამიკა ჰქონდა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მცირედ, მაგრამ გაუარესებისკენ გადაიხარა. განსაკუთრებით დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევების რაოდენობა ძალიან საყურადღებოა. დღიური დადებითობის მაჩვენებელიც გაიზარდა. რა თქმა უნდა, დასახელებული მაჩვენებლები და ეპიდსიტუაცია უკეთესია, ვიდრე გვქონდა თებერვალში, კიდევ უკეთესი, ვიდრე იანვარში, მაგრამ ბოლო ორი კვირაა, რაც გაჩნდა ნიშნები და ტენდენცია გაუარესების. იმავეს ვიმეორებთ, რაც გავაკეთეთ აგვისტოში, დავიჯერეთ, რომ გავიმარჯვეთ კორონავირუსულ ინფექციაზე. ამან შესაძლოა, სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კვირის ამბები