საზოგადოება
30.03.2021 11:10
გორის მერიამ თანადაფინასების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს უკვე 8 სოციალური პროექტი დააფინანსა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ თანადაფინასების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს 8 სოციალური პროექტი დააფინანსა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 242 572 ლარი გამოიყო - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თვითმმართველობა ავრცელებს.  რაც შეეხება უშუალოდ პროექტებსა და სერვისებით მოსარგებლე ბენეფიციარების რაოდენობას, მონაცემები ასე გამოიყურება: მზრუნველობას მოკლებული მოხუცების შინმოვლის სერვისებით უზრუნველყოფა;  შშმ ბავშვების დღის ცენტრით მომსახურებით უზრუნველყოფა (25 ბენეფიციარი); მზრუნველობამოკლებული სოციალურად დაუცველი ბავშვების საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას (60 ბენეფიციარი); 0 – დან 7 წლამდე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური უნარების განვითარების ხეშეწყობა (60 ბენეფიციარი); მარტოხელა და სიღარიბის ზღვარს მიღმა სხვადასხვა საჭიროების მქონე მოხუცების შინმოვლის ხელმისაწვდომობის გაზრდა (200 ბენეფიციარი); შინმოვლის საჭიროების მქონე მოქალაქეების შესაბამისი სერვისებით, მედიკამენტებით, ჰიგიენური საშუალებებითა და საყოფაცხოვრებო მომსახურებით უზრუნველყოფა (90 ბენეფიციარი); დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ხანდაზმულების სოციალურ ინკლუზიას, რესოციალიზაციას და რეაბილიტაცია (70 ბენეფიციარი) და მარტოხელა სოციალურად დაუცველი მოხუცებისთვის დღის ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფა (34 ბენეფიციარი). ზემოხსენებული პროექტი ითვალისწინებს  კატასტროფების პერიოდში სხვადასხვა კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფების მომზადებას, მათი ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში ჩართვის უზრუნველყოფასაც.

„სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამით ფინანსდება ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც თავისი პროექტების განხორციელებით ხელს უწყობენ გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.  პროგრამაში ჩართვის მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ გორის მუნიციპალიტეტის მერიას, წარმოადგინონ პროექტი და მოითხოვონ თანადაფინანსება. განაცხადი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების მიხედვით“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

 

კვირის ამბები