საზოგადოება
30.03.2021 11:09
საქართველოში კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 298, ხოლო გარდაიცვალა 8 პაციენტი

მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ გვერდზე - Stopcov.ge - ცოტა ხნის წინ განახლებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 281 145-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.19 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.69 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.60 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 298 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 272 899-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 773 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 673 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 330 შემთხვევა, აჭარა - 56, იმერეთი - 67, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 57, გურია - 22, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 71, კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 26.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 447, საიდანაც 1 624 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 326, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი. 214 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 263 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი, იმყოფება 7 922 მოქალაქე.ა

კვირის ამბები