საზოგადოება
30.03.2021 10:15
„ფაიზერის“ და „მოდერნას“ კვლევის შედეგები - ვაქცინებმა პირველი დოზის მიღებისას 80%, მეორეზე კი, ინფიცირებისგან დაცვის 90%-იანი შედეგი აჩვენა
Pfizer- ის და Moderna-ს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებმა პირველი დოზის მიღებიდან ორი კვირის გასვლის შემდეგ ინფიცირების რისკი 80%-ით შეამცირა, 90% -ით შემცირდა რისკი მეორე დოზის გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ში ჩატარებულ რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული კვლევის შედეგების თანახმად ავრცელებს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ შეაფასა, რამდენად შეუძლიათ ვაქცინებს დაინფიცირებისგან დაცვა.

აღნიშნული კვლევის ფარგლებში, აშშ-ის ექვს შტატში 13 კვირის განმავლობაში შეისწავლეს კვლევაში ჩართული 3 950 მონაწილე.
კვირის ამბები