დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 171 ახალი შემთხვევიდან 5 შიდა ქართლში დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ გვერდ Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განთავსდა.
ვებ გვერდის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექცია 382-მა პაციენტმა დაამარცხა, სამწუხაროდ გარდაიცვალა 14 პირი.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 171 ახალი შემთხვევიდან ვირუსის გავრცელების სტატისტიკა ასე გადანაწილდა: თბილისში გამოვლენილია 84 შემთხვევა, აჭარაში - 21, იმერეთში - 22, ქვემო ქართლში - 15, შიდა ქართლში - 5, გურიაში - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 9, კახეთში - 6, მცხეთა-მთიანეთში - 4, სამცხე-ჯავახეთში - 0, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1“, - მითითებულია Stopcov.ge-ზე განთავსებულ ინფორმაციაში.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 080, საიდანაც 1 653 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 327, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი. 200 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 227 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 276 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი იმყოფება 7 539 მოქალაქე.