მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ გვერდზე - Stopcov.ge - ცოტა ხნის წინ განახლებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 171 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 280 472-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1,2%, ბოლო 14 დღის - 1,66%, ბოლო 7 დღის - 1,6%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 382 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 272 601-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 765 პირი ემსხვერპლა.
დღეის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 276 მოქალაქე. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - 1 653, ხოლო კლინიკურ სასტუმროში 200 პირი.