საზოგადოება
29.03.2021 10:35
ავტომანქანების ძველი ნიმუშის სახელმწიფო ნომრებს იურიდიული ძალა 31 მარტს ეწურება

მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშანს იურიდიული ძალა უნარჩუნდება 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.

უწყების ცნობით, ვინაიდან, ქვეყნის მასშტაბით მიმოქცევაში დარჩენილია დიდი რაოდენობის ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი, მსუბუქი ავტომობილებისთვის სავალდებულო აღარ არის ნომრის შესაცვლელად სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მიყვანა.

„ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოყვანა და დათვალიერება, იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული პირის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი.

გარდა ამისა, მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, იმ შემთხვევაში თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი.

დისტანციურად შეცვლილი ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნის მიღება შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეკვეთისას მითითებულ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში.

დისტანციურად ნომრის შეცვლის სერვისი ვრცელდება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ახლით შეცვლისას, “ - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები