გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე ბაჩანა გვიანიშვილი დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია გვიანიშვილმა GMnews-თან დაადასტურა.
დღემდე, ბაჩანა გვიანიშვილი გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. რაც შეეხება მის შემცვლელს, გორის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, კეთილმოწყობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურაზე გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არის.
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ