ბოლო პერიოდში მკვეთრად შემცირდა იმ კლინიკების ჩამონათვალი, სადაც კორნავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელი მონაცემებით, ვაქცინაცია, ქვეყნის მასშტაბით, 24 სამედიცინო დაწესებულებაში ხორციელდება, მათგან შიდა ქართლში 2 კლინიკაში.
გორის მასშტაბით კოვიდვაქცინაციის პროცესს გ. აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალი მართავს. კიდევ ერთი კლინიკა, სადაც კოვიდსაწინააღმდეო აცრის ჩატარებაა შესაძლებელი, ხაშურში, შპს „ახალი კლინიკა“ გახლავთ.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის შემოსვლის შემდეგ, მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ არჩევანი ორ პრეპარატს („ასტრაზენეკას“ და „ფაიზერს“) შორის გააკეთონ, თუმცა, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, „ფაიზერით“ ვაქცინაცია ქვეყნის მხოლოდ 6 კლინიკაში იქნება შესაძლებელი, რომელთაგან 4 არის თბილისში - ბოკერიას კლინიკა, კავკასიის მედიცინის ცენტრი, ამტელ კლინიკა და რესპუბლიკური საავადმყოფო. ასევე, ერთი სამედიცინო დაწესებულება აჭარაში - ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, ერთი კი ქუთაისში - ცხაკაიას სახელობის კლინიკა.