საზოგადოება
26.03.2021 10:01
გორის მე-11 საბავშვო ბაღის მზარეულს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა, პერსონალი და აღსაზრდელები 12 დღით თვითიზოლაციაში გადავიდნენ

გეგმიური ტესტირებისას, გორის მე-11 საბავშვო ბაღის მზარეულს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. კოვიდინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, სააღმზრდელო დაწესებულება დღეიდან ფუნქციონირებას წყვეტს და საბავშვო ბაღის პერსონალი და აღსაზრდელები 12 დღით თვითიზოლაციაში გადადიან.

,,კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სააღმზრდელო დაწესებულებების პერსონალის ტესტირება კვლავ აქტიურ რეჟიმში გრძელდება, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ მუდმივად ვაკონტროლოთ საბავშვო ბაღებში ეპიდემიოლოგიური კუთხით არსებული ვითარება. სწორედ ტესტირებისას გამოვლინდა ერთი შემთხვევა - გორში, მე-11 საბავშვო ბაღის მზარეულს დაუდასტურდა კოვიდინფექცია, რის გამოც, მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად, საბავშვო ბაღმა დღეიდან დროებით შეწყვიტა ფუნქციონირება და საბავშვო ბაღის პერსონალი და აღსაზრდელები 12 დღის ვადით გადავიდნენ თვითიზოლაციაში", - განაცხადა GMnews-თან საუბრისას სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა.

კვირის ამბები