რეგიონი
25.03.2021 18:09
კოვიდ 19-ით ინფიცირების ფაქტების გამო, შიდა ქართლში კიდევ სამი სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე

გეგმიური ტესტირების ფარგლებში გამოვლენილი კოვიდინფიცირების ფაქტების გამო, შიდა ქართლში კიდევ სამი საჯარო სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე.

ქარელის მუნიციპალიტეტში, აგარის საჯარო სკოლის პედაგოგს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე, აღნიშნული სკოლა 5 აპრილის ჩათვლით, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში კი, იგოეთისა და სამთავისის საჯარო სკოლების პედაგოგებს დაუდასტურდათ კოვიდ 19-ით ინფიცირება, რის გამოც ორივე სკოლა 6 აპრილის ჩათვლით გადავიდა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე.

კვირის ამბები