საზოგადოება
25.03.2021 13:13
ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ე.წ კომენდატის საათის ცვლილებაზე აპრილის დასაწყისიდან იმსჯელონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ე.წ კომენდატის საათის ცვლილებაზე აპრილის დასაწყისიდან იმსჯელონ.

როგორც ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ერთ-ერთი ყველზე ეფექტური  საშუალებაა პანდემიის შესაჩერებლად. გამყრელიძის თქმით, საქართველოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეპიდვითარება გაუარესდა, თუმცა, ეს საგანგაშო არ არის.

„ზოგადად კომენდანტის საათი ეს არ არის ქართული ველოსიპედის გამოგონება, ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად პანდემიების დროს შემზღუდველ ღონისძიებებში, ყველასთან ერთად. ამიტომ, ადამიანები როცა ბევრნი არიან ავტობუსში ან მეტროში, რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა ატარონ პირბადე. კომენდანტის საათის შემსუბუქებაზე ჩვენ ვთქვით, რომ დაკვირვება მიმდინარეობს ეპიდსიტუციაზე. ახლა არ არის საგანგაშო ეპიდსიტუაცია, კი გაუარესდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ საგანგაშო არ არის, თუ ჩვენ ამ ტიპის ეპიდსიტუაციით ვივლით, მარტსა და აპრილში, დარწმუნებული იყავით, რომ მაისში შევალთ კარგი იმედით და მარტის ბოლოს, თუ აპრილის დასაწყისში, იგივე კომენდატის საათის გარკვეულ ცვლილებებზეც შეიძლება იმსჯელოს ქვეყანამ და განხილობს, მაგრამ ამ ეტაპზე, მთავარი მოწოდება მაინც არის იმ რეკომენდაციების დაცვა, რაზეც ვსაუბრობთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კვირის ამბები