სპორტი
06.11.2019 13:16
გორელი ძიუდოისტი გოგონების წარმატება თბილისში
3 ნოემბერს, თბილისში გამართულ გიორგი ველიჯანაშვილის ხსოვნის მემორიალურ ტურნირზე ძიუდოში გორელმა მოჭიდავეებმა სამი პირველი, ორი მეორე და ორიც მესამე ადგილი დაიკავეს.
შეჯიბრებაზე გორიდან სამივე სასპორტო სკოლის წარმომადგენელი გოგონები ასპარეზობდნენ.

გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლიდან
ოქროს მედლები ნატალი იაშვილმა (28) და მაკა ჯანიაშვილმა (36) მოიპოვეს. 
ვერცხლის მედლები მარიამ იაშვილს (24) და ნინო იაშვილს (44) ერგოთ,
ბრინჯაოს კი, ნინო ხანიშვილი (57) დასჯერდა. 

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელი ნუცა თათრიშვილი (40) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ძიუდოს კლუბ „გორიჯვარის“ წარმომადგენელი მარიამ ბურძენაძე (+57) კი, აღნიშნულ ტურნირზე ოქროს მედალს დაეუფლა. 
კვირის ამბები