მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ გვერდზე - Stopcov.ge - ცოტა ხნის წინ განახლებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 399 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 279 027-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.56 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.58 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.92%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 356 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 271 278-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 732 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 399 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 230 შემთხვევა, აჭარა - 22, იმერეთი - 48, ქვემო ქართლი - 23, შიდა ქართლი - 17, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 20, კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 991, საიდანაც 1 515 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 302, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 86 პირი. 195 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 281 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 262 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი, იმყოფება 6 784 მოქალაქე.