საზოგადოება
25.03.2021 11:24
ვაქცინის გაკეთება იმ მოქალაქეებისთვის რომლებსაც კორონავირუსი აქვთ გადატანილი და ამის შესახებ არ იციან, საფრთხეს არ წარმოადგენს - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, იმ მოქალაქეებისთვის ვაქცინის გაკეთება, რომლებსაც კორონავირუსი შესაძლოა, უსიმპტომოდ ჰქონდეთ გადატანილი და ამის შესახებ არ იციან, საფრთხეს არ წარმოადგენს.
გამყრელიძის განმარტებით, ვაქცინის გაკეთებამდე, ანტისხეულების კვლევის სახელმწიფოს მიერ ჩატარების პრაქტიკა არცერთ ქვეყანაში დაუნერგავთ.
„თუ ადამიანს მაინც აქვს ინტერესი გაიგოს, აქვს თუ არა კორონავირუსი უსიმპტომოდ გადატანილი, შეუძლია გამოიკვლიოს, ამას არავინ დაუშლის. ანტისხეული თუ აქვს და აქვს კორონავირუსი ე.წ. უსიმპტომოდ გადატანილი, ეს აცრის წინააღმდეგ ჩვენება არ არის. ამ ტიპის მასობრივი ვაქცინაციების კამპანიების დროს, როცა ათასობით ადამიანი იცრება, რა თქმა უნდა, ამ ტიპის კვლევებს წინასწარ არავინ აწარმოებს. როგორც გითხარით, ვინმეს რომც ჰქონდეს ანტისხეულები, ეს ვაქცინაციის არავითარი წინააღმდეგ ჩვენება არაა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

 

კვირის ამბები