საზოგადოება
25.03.2021 11:12
გორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში ცვლილებები განხორციელდა - შეიქმნა სამი ახალი სამარშრუტო მიმართულება

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქის მასშტაბით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში ცვლილები განხორციელდა. ცვლილებები შეეხო რამდენიმე არსებულ მარშრუტს, ამასთან, დაემატა კიდევ რამდნიმე მიმართულებაც.

GMnews გთავაზობთ იმ მარშრუტების ჩამონათვალს, რაც გორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებებს დაემატა.

ცვლილება შეეხო №6 ავტობუსის გადაადგილების მიმართულებას და ასე ჩამოყალიბდა - ვოლოგდის დასახლება; ცხინვალის გზ.; პაპიტაშვილის ქუჩა; მელიქიშვილის ქუჩა; ნინოშვილის ქუჩა; პუშკინის ქუჩა; თბილისის ქუჩა; ფარნავაზის ქუჩა; ძმები რომელაშვილების ქუჩა; ჭავჭავაძის გამზირი; გურამიშვილის ქუჩა (იუსტიციის სახლი); 26 მაისის სახელობის სანაპირო; ცხინვალის გზატკეცილი; ვოლოგდის დასახლება.

უკუმიმართულება - წრიული

ქალაქში გამოჩნდება ახალი მარშრუტი № 6ა, რომელიც შემდეგი მიმართულებით იმოძრავებს - ვოლოგდის დასახლება; ცხინვალის გზ.; 26 მაისის სახელობის სანაპირო; ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი; გურამიშვილის ქუჩა; ამილახვრის ქუჩა; სამეფოს ქუჩა; ჭავჭავაძის გამზირი; ძმები რომელაშვილების ქუჩა; სუხიშვილის ქუჩა; თბილისის ქუჩა; პუშკინის ქუჩა; ნინოშვილის ქუჩა; მელიქიშვილის ქუჩა; პაპიტაშვილის ქუჩა; ცხინვალის გზატ.; ვოლოგდის​ დასახლება.

უკუმიმართულება - წრიული

კიდევ ერთი ახალი მარშრუტი შეიქმნა №7ა-ს სახით. აღნიშნული ნომრით ავტობუსი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით - ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი; გურამიშვილის ქუჩა; ამილახვრის ქუჩა; სამეფოს ქუჩა; ჭავჭავაძის გამზირი; დავით აღმაშენებლის გამზირი; სუხიშვილის ქუჩა; თბილისის ქუჩა; კახნიაშვილის ქუჩა; გოგებაშვილის ქუჩა; 26 მაისის სახელობის სანაპირო; ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი.

უკუმიმართულება - წრიული

ქალაქში ასევე გამოჩნდება №8 ავტობუსი, რომელიც იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან თავდაცვის აკადემიამდე (წრიული) იმოძრავებს.

კვირის ამბები