საზოგადოება
25.03.2021 10:52
ქვახვრელში, მტკვრის ადიდების შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე ჩარჩენილი მწყემსებისა და ცხვრის გამოყვანის ღონისძიებები განახლდა
სოფელ ქვახვრელში, სადაც მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე მეორე დღეა ადგილობრივი მწყემსები და პირუტყვია ჩარჩენილი, სამაშველო ოპერაცია რამდენიმე წუთის წინ განახლდა. მაშველები ცდილობენ, მდინარეში წარმოქმნილი კუნძულიდან პირუტყვი და მწყემსები გამოიყვანონ. სოფელ ქვახვრელში მცხოვრები ექვსი მწყემსი და ასამდე სული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, სოფლის განაპირას, მდინარის კალაპოტში არსებულ ფერდობზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც წყლის დონემ მკვეთრად მოიმატა და ადამიანებიც და პირუტყვიც აღნიშნულ კუნძულზე ჩარჩნენ. სამაშველო ოპერაცია გუშინ დაიწყო და სპეციალური მცურავი საშუალებით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 4 მწყემსის გამოყვანა შეძლეს, ორმა კი, აღნიშნულ კუნძულზე დარჩენა და პირუტყვის მეთვალყურეობა გადაწყვიტა. მაშველებმა, გუშინ, გვიან საღამოს მწყემსებისთვის კარავი გამართეს. ამჟამად, მწყემსები უსაფრთხოდ არიან.
კვირის ამბები