რეგიონი
24.03.2021 12:37
რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში ვითარება სტაბილურია - შიდა ქართლის გუბერნატორი უხვი ნალექის შედეგად შექმნილ პრობლემებზე
უხვი ნალექის შედეგად ხაშურის მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ხაშურსა და სურამში დაიტბორა სახლების ეზოები და ასევე, სანიაღვრე არხებში წყლის დონის აწევამ რამდენიმე ქუჩის დატბორვა გამოიწვია.
ადგილზე დილიდან მუშაობენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სპეც. ტექნიკა, ამ დროისთვის მიმდინარეობს ეზოებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.
შიდა ქართლის გუბერნატორის, მამუკა საღარეიშვილის განცხადებით, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში ვითარება სტაბილურია. უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილი მცირე შეფერხების გარდა, რეგიონის მაცხოვრებლებს მატერიალური ზიანი არ მიუღიათ.
კვირის ამბები